სიახლეები
6 მაისს, ქალაქ ცაგერში, ,,მწვანე თეატრში" გაიმარა ქორეოგრაფიული ანსამბლების პირველი რესპუბლიკური ფესტივალი ,,ხომლი-2023"
6 მაისს, ქალაქ ცაგერში, ,,მწვანე თეატრში" გაიმარა ქორეოგრაფიული ანსამბლების პირველი რესპუბლიკური ფესტივალი ,,ხომლი-2023".
ღონისძიება ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეების მსვლელობით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით დაიწყო, ცაგერის ცენტრიდან მწვანე ამფითეატრისკენ.
,,მწვანე თეატრზე" კი შედგა ძალიან ლამაზი ქორეოგრაფიული კონცერტი , რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული 310 მოცეკვავე, ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ლეჩხუმს სტუმრობდნენ ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა განუსაზღვრელი ღვაწლისათვის ზურაბ, ბესარიონ, თემურ ჩანქსელიანებს -წარმატებულ ქორეოგრაფებს და ამ საღამოს სულის ჩამდგმელებს, ორგანიზტორებს.
მათ ღონისძიების ორგანიზებაში გვერდით ედგა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ცაგერის მუნიციპალიტეტი.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ორგანიზატორებს ლეჩხუმის პოპულარზაციისთვის მადლობა გადაუხადა ახლად არჩეულმა მერმა- ლევან ზალკალიანმა.
ღონისძიებას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, ლეჩხუმის საზოგადოება, უამრავი სტუმარი და ღვაწლმოსილი ადამიანი.


