სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
2023 წლის 29 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, ქვეყნებს შორის პარტნიორობის
პროგრამის ფარგლებში, ეროვნული გვარდიის და შსს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის წარმომადგენლები რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო
რწმუნებულთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, იმყოფებოდნენ აშშ-ს ჯორჯიის
შტატში.
ვიზიტის მიზანი იყო აშშ-ის მხარის მიერ საგანგებო სიტუაციებზე
რეაგირების კუთხით გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად, ქართული მხარე
დაესწრო შიდა ოპერაციების სამუშაო შეხვედრას, რომელიც საგანგებო სიტუაციებზე
რეაგირების სწავლება „ქარიშხალის“ ფარგლებში გაიმართა.
სწავლებაზე ნაჩვენები
იყო სამხედრო სექტორის საგანგებო სიტუაციაზე (კერძოდ, ქარიშხალზე)
რეაგირების სამ დღიანი დაგეგმვისა და მომზადების პროცესი.
საქართველოს დელეგაციას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის
უფროსმა გენერალ-მაიორ ტომას კარდენმა უმასპინძლა. გენერალმა კარდენმა
ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის საკითხზე და რაჭის რეგიონის
განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ადგილობრივი
თვითმართველობისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობის და
ერთიანი ძალისხმევის/მიდგომის მნიშვნელობას.
შეხვედრის მსვლელობისას
ქართულმა მხარემ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების არსებულ სისტემაზე და ამ
კუთხით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიის
ფუნქციებზე ისაუბრა.
ქართული მხარე, აგრეთვე, იმყოფებოდა ატლანტას ფულტონის საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოში, სადაც სააგენტოს წარმომადგენლება წარადგინეს
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კურთხით სპეციალური ღონისძიებების
დაგეგმვის პროცესი. როგორც აღნიშნეს, საგანგებო სიტუაციებზე
რეაგირების დაგეგმვის პროცესის ხანგრძლივობა ღონისძიების მასშტაბზეა
დამოკიდებული.
ამასთანავე, ქართულ მხარეს შეხვდა უოლტონის ოლქის საგანგებო
სიტუაციების სააგენტოს უფროსს, რომელმაც ისაუბრა ადგილობრივი და შტატის
დონის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემაზე და გადაწყვეტილების
მიღების პროცესზე. როგორც მან აღნიშნა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
დაგეგმვის პროცესში ყველაზე დიდი ყურადღება ადგილობრივი
თვითმართველობისა და სხვადახვა სახელმწიფო სტრუქტურების კომუნიკაციას და
ურთიერთთანამშრომლობას ექცევა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ჯორჯიის საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსს კრის სტალინგს და მის გუნდს ჯორჯიის საგანგებო სიტუაციების მართვისა და შიდა უსაფრთხოების სააგენტოში შეხვდა.
ჯორჯიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო არის წამყვანი ორგანო შტატის
ფარგლებში ყველა სახის საგანგებო სიტუაციების რეაგირებაზე.
სწორედ მათ მიერ
ხდება ყველა სტრუქტურასთან ერთიანი კოორდინაცია, ფუნქციების
გადანაწილებისა და საჭიროების შემთხვევაში რესურსების მოძიების მიზნით.
ამასთანავე, ქართულმა მხარემ ადგილზე მოინახულა 178-ე სამხედრო პოლიციის
ასეულის დისლოკაციის ადგილზე არსებული აღჭურვილობის შესანახი ნაგებობა.
ვიზიტის დასასრულს, ქართული მხარე იმყოფებოდა ატლანტას მსოფლიო
კონგრესის ცენტში, სადაც უშუალოდ გაეცნენ ცენტრის ეფექტური მართვის სისტემას.

სიახლეები