სიახლეები
ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, 9 მაისს ცაგერის მუნიციპალიტეტში ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი
ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, 9 მაისს ცაგერის მუნიციპალიტეტში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა, მოადგილემ-რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა რეზო ხეცურიანმა, მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი.
ღონისძიება ცაგერის ,,დიდების მუზეუმში" გაგრძელდა, სადაც ომის თემაზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერეს და იქ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.


