სიახლეები
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქ. ცაგერში- წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტრის ეზო მოინახულეს
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქ. ცაგერში- წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტრის ეზო მოინახულეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა- თეა წულუკიანმა სახელმწიფო რწმუნებულთან -პაპუნა მარგველიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად- წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტრის ეზო მოინახულა.
პაპუნა მარგველიძემ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ ლეჩხუმში წელიწადში ორჯერ 26 აგვისტოს და 3 თებერვალს აღინიშნება, რა დროსაც წმინდა ადგილს სხვადასხვა კუთხიდან მოსული უამრავი მომლოცველი სტუმრობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისათვის სასიხარულო და საამაყოა, რომ ამ პატარა კუთხეში უდიდესი წმინდანი განისვენებს!
გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს!


