სიახლეები
ჩატარდა სახელოვანი მორაგბის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის სერგო უგრეხელიძის სახელობის სარაგბო ფესტივალი 2011-2012-წლებში დაბადებულ ჭაბუკ მორაგბეთა გუნდებს შორის
დასავლეთ საქართველოს რაგბის ფედერაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით ცაგერის სტადიონზე ჩატარდა სახელოვანი მორაგბის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის სერგო უგრეხელიძის სახელობის სარაგბო ფესტივალი 2011-2012-წლებში დაბადებულ ჭაბუკ მორაგბეთა გუნდებს შორის .
შეჯიბრებაში მონაწილეობდა ქუთაისის-17, სამტრედიის -2 და ქობულეთის, ხელვაჩაურის, მარტვილის, სოხუმის, ჭიათურის, წყალტუბოს, ცაგერისა და ლენტეხის გუნდები.
მიუხედავად უამინდობისა, ასპარეზობამ დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა. კარგი თამაშით გამოირჩეოდა ცაგერის გუნდი ,,ცეკური" (მწვრთნელი გელა ფირცხალავა).
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი , მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი
ბატონმა სერგო უგრეხელიძემ ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა მისი ღვაწლის დაფასებისათვის.


