სიახლეები

გვსურს მოგიწვიოთ პროექტის - მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე (New Life for Mountainous Georgia), წარდგენის ღონისძიებაზე

გვსურს მოგიწვიოთ პროექტის - მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე (New Life for Mountainous Georgia), წარდგენის ღონისძიებაზე, რომელსაც ახორციელებს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC), ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD-4) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრთან და ჰააგის ადგილობრივი მმართველობის აკადემიასთან პარტნიორობით.
პროექტის სამიზნე რეგიონს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას და მოწყვლადი შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას სამიზნე რეგიონში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი წარმომადგენლების (ქალები, მიგრანტები, მაღალმთიან რაიონებში/სოფლებში მცხოვრები პირები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები) როლის გაზრდა სოფლის განვითარებაში; სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა სოფლის განვითარების პროცესში; ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ნაწილისათვის, მათი სოციალური ინტეგრაციისა და ბიზნეს სექტორში ჩართულობის მხარდაჭერით; ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელების ხელშეწყობა; სოფლის მოსახლეობისთვის საჯარო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
პროექტის წარდგენის ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 17 მაისს, 12:30 - 15:00 საათზე, ამბროლაურში, სასტუმრო „კარსე“-ში. მოხარული ვიქნებით თუ შესძლებთ ღონისძიებაზე დასწრებას!
პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების მიერ დაორგანიზდება ღონისძიებაზე დამსწრეთა მსურველების ტრანსპორტირება.
ამბროლაური - 598 390312
ონი - 577 998582
ცაგერი - 591 925020
ლენტეხი - 599 852725

სიახლეები