სიახლეები
ცაგერის საჯარო სკოლაში საზეიმო ,,ბოლო ზარი" გაიმართა.
ცაგერის საჯარო სკოლაში საზეიმო ,,ბოლო ზარი" გაიმართა.კურსდამთავრებულებმა ( დამრიგებელი -მაყვალა ხუბუკელაშვილი) დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს პედაგოგებს, მშობლებს, დამსწრე საზოგადოებას.
სხვადასხვა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები შთამბეჭდავად წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
პედაგოგებთან ერთად ახალგაზრდებს გზა დაულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა, მერის მოადგილეები: ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი.
ვულოცავთ თითოეულ ლეჩხუმელ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს და უამრავ ცხოვრებისეულ წარმატებას ვუსურვებთ!