სიახლეები

ცაგერის ისტორიული მუზეუმი 19-20 მაისს რეგიონალურ კონფერენციას- ,,მთიანი კოლხეთის ისტორიული წარსულიდან"- მასპინძლობდა

ცაგერის ისტორიული მუზეუმი 19-20 მაისს რეგიონალურ კონფერენციას- ,,მთიანი კოლხეთის ისტორიული წარსულიდან"- მასპინძლობდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილნი გახლდნენ სპიკერები:
ცაგერის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი დავით კოპალიანი;
არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა;
არქეოლოგი,დოქტორი ნანა რეზესიძე;
გეოლოგი, დოქტორი რუსუდან ჩაგელიშვილი; ეთნოლოგი,დოქტორი გიორგი მამარდაშვილი;
ცაგერის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი გულივერ ბრეგვაძე;
ონის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი გია ბერიშვილი;
ლენტეხის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ინგა ონიანი; არქეოლოგი, დოქტორი ვაჟა მამიაშვილი;
თსუ ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დოქტორანტი თამარ ლეთოდიანი.
ყველა სპიკერის წარმოდგენილი თემა ძალზედ საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის.
შეხვედრა ძალზედ ნაყოფიერად და წარმატებულად შედგა, სასურველია, რომ ასეთი ტიპის აქტივობები რეგულარულად უნდა ჩატარდეს და კიდევ უფრო ფართო მასშტაბები მოიცვას.
კონფერენციას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევალ ზალკალიანი, მოადგილეებთან ერთად, საკრებულის თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, ჩვენი დროის გამოჩენილი მწერალი აკა მორჩილაძე(გიორგი ახვლედიანი), ლეჩხუმის საზოგადოება.

სიახლეები