სიახლეები

მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან- ალუდა თუთისანთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანია"-ს (ტექნიკური ზედამხედველობა) წარმომადგენლებს, მერიის შესაბამისი სამსახურების და ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ, მიმდინარე და შესასრულებელ სამუშაობზე.
მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროექტების განხორციელების ვადების და ხარისხის მონიტორინგზე.

სიახლეები