სიახლეები

ცაგერის სამხატვრო სკოლის დარბაზში სკოლის აღსაზრდელების ნახატების გამოფენა მოეწყო, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს-26 მაისს

ცაგერის სამხატვრო სკოლის დარბაზში სკოლის აღსაზრდელების ნახატების გამოფენა მოეწყო, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს-26 მაისს.
ექსპოზიცია წარმოდგენილი გახლდათ ნორჩი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრებით.აკრილში,ფანქარში, აკვარელში შესრულებული ნახატები მრავალფეროვნებას და კონტრასტს ქმნიდნენ.
სკოლას ბევრი სტუმარი და დამთვალიერებელი ეწვია, ყველა მათგანი ცალსახად აღნიშნავდა ბავშვების უდავო ნიჭიერების, შრომისმოყვარეობის და პედაგოგების ღვაწლის შესახებ.
სკოლის დირექტორმა, გია დავითულიანმა, საზეიმო ვითარებაში, საპატიო სიგელი გადასცა სამხატვრო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, მაგული ღურჭუმალიძეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა დიპლომები გადასცა გამოფენაში მონაწილე ნორჩ მხატვრებს და წარმატებები უსურვა მათ.
მერთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა კოპალიანი და გიორგი გუგავა, ლეჩხუმის საზოგადოება, ახალგაზრდები.
როგორც ლევან ზალკალიანმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალზედ მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.

სიახლეები