სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან და მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან და მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სოციალურ სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები,
ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობა, მიმდინარე პროექტები და სამუშაოები, სფეროში არსებული გამოწვევები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის მერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს და უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა დასახეს.

სიახლეები