სიახლეები

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში, ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლაში ჩატარდა ღია მუნიციპალური ტურნირი სამბოში

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში, ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის(დირექტორი კობა ქომეთიანი) და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამბოს რეგიონული ფედერაციის( ხელმძღვანელი ბადრი სარდანაშვილი) ორგანიზებით ჩატარდა ღია მუნიციპალური ტურნირი სამბოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამბროლაურის, ლენტეხის, ქუთაისის, ხაშურის და ცაგერის გუნდებმა.
დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლებში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა ხაშურის გუნდმა, მეორე ადგილი წილად ხვდა ცაგერის,ხოლო მესამე- ამბროლაურის გუნდებს.ცაგერის სპორტსკოლის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ პირად ასპარეზობებში გვყავს ოთხი ჩემპიონი : 29 კგ წონაში- გიორგი გიგანი, 32 კგ წონაში- სანდრო ქომეთიანი, 35 კგ წონაში-ილია ცხვედიანი, 40 კგ წონაში-ლუკა ქომეთიანი.
ცაგერის სასპორტო სკოლის დირექტორმა კობა ქომეთიანმა მუნიციპალიტეტის მერს ლევან ზალკალიანს გადასცა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საპატიო სიგელი. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით, გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა ცაგერის მუნიციპალიტეტის თასით, მეორე ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა საკრებულოს სპეციალური პრიზი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს- ფრენბურთის კლუბის მიერ დაწესებული პრიზი.

სიახლეები