სიახლეები

ბარდნალის საჯარო სკოლაში განხორციელდა სასკოლო პროექტი

ბარდნალის საჯარო სკოლაში განხორციელდა სასკოლო პროექტი.
,,და თუკი დამცა ვერაგის ტყვიამ, მაინც შევირჩენ გმირობის სახელს"- ლეჩხუმელები მეორე მსოფლიო ომში( პროექტის ხელმძღვანელი- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი). პროექტში მონაწილეობდნენ მეთერთმეტე და მეშვიდე კლასელები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საინტერესო აქტივობების პრეზენტაცია. ყურადღება გამახვილებული იყო ომის მონაწილე ლეჩხუმელ პედაგოგებზე, მათ შორის ბარდნალის სკოლის მასწავლებლებზე.
საინტერესოდ წარმოადგინეს ომში დაღუპულ პოეტთა - სევერიან ისიანსა და ნიკოლოზ კოპალიანზე, რომელთა პოეზიაზე უფრო ვრცლად თავად მასწავლებელმა.
ღონისძიების სლოგანი იყო: სამშობლო ჩვენი ლეჩხუმიდან იწყება! ,,გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!" ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო და ლადოს ,,სალაღობოთი" დასრულდა. შესრულდა ცეკვა ,,აფხაზური".
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ: სამხარეო რწმუნებული ს მოადგილე ალუდა თუთისანი, მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილეები : მამუკა ხიმშიაშვილი და რევაზ ახვლედიანი, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე, დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

სიახლეები