სიახლეები

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში, მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ანიმატორთა შოუ

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში, მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ანიმატორთა შოუ.
პატარებს საინტერესო სანახაობა უჩვენეს ზღაპრის გმირებმა, გასართობი ღონისძიება ბავშვების უშუალო ჩართულობით გაიმართა.
დილიდან მხიარულება და ჟრიამული სუფევდა ცაგერის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუადღისას კი ანიმატორთა შოუმ სოფელ ორბელის საჯარო სკოლის ეზოში გადაინაცვლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-მარიკა კოპალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები.
ვულოცავთ თითოეულ ბავშვს დღევანდელ დღეს!

სიახლეები