სიახლეები
1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით ,,ღმერთო, ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე!"
1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში(დირექტორი ციური ახვლედიანი), ა(ა)იპ ,,სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის"(ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი), ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით ,,ღმერთო, ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე!"
პროექტის ავტორი გახლდათ ქალბატონი ლელა ლომთაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელებმა, აგრეთვე, რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
წარმოდგენილი გახლდათ ლიტერატურული კომპოზიციები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
დასასრულს, საზოგადოებას ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა.
,,მინდა ეს განსაკუთრებული დღე, რომელიც ბავშვებს-ყველაზე ფაქიზ, კეთილ არსებებს ეძღვნებათ, მოგილიცოთ მთელი გულით.ყველა ბავშვს ვუსურვო ჯანმრთელი და ბედნიერი მომავალი, მათ მშობლებს კი შვილების სიჯანსაღე და წარმატება.მადლობას გიხდით,ამ მშვენიერი საღამოსთვის- ლეჩხუმელმა ბავშვებმა თავიანთი შემოქმედება მოგვიძღვნეს და დიდი სიამოვნება მოგვანიჭეს"-აღნიშნა მან.
ღონისძიებას ესწრებიდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე, დაწესებულებათა ხელმძღვანელები ,ბავშვები


