სიახლეები
ლეჩხუმში ,,ხვამლობის" დღესასწაული აღინიშნა
,,ხვამლობა" მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის სულთმოფენობის წინა დღეს აღინიშნება.
დილიდან, ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს, წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა- სტეფანემ.
უამრავი სტუმარი და მომლოცველი ეწვია ლეგენდარულ ხვამლის მთას, რომელიც ისტორიულ განძთსაცავს, მრავალ მითს და იდუმალებას ინახავს. ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელ ადგილს უდიდესი ძალა აქვს, ხვამლზე მოლოცვა იმედით, ძალით და წყალობით ავსებდა მორწმუნეებს ოდითგან.
დღეს ხვამლის მთაზე თავიანთი კუთხის, ხალხის და სტუმრების გვერდით გახლდნენ: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილე- ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი- ლევან ზალკალიანი, მოადგილეები- მამუკა ხიმშიაშვილი და რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე -ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად.
ვულოცავთ ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს ამ მადლმოსილ რელიგიურ- სახალხო დღესასწაულს!


