სიახლეები

ოთარ შამუგიამ კონკურსის „მწვანე ჯილდო 2023” გამარჯვებულები დააჯილდოვა

ოთარ შამუგიამ კონკურსის „მწვანე ჯილდო 2023” გამარჯვებულები დააჯილდოვა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამოცხადებულ კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.
კონკურსში მონაწილეობდა 200-ზე მეტი პედაგოგი, მეორე ეტაპზე გადავიდა 60 პედაგოგი, შემდეგ მათგან შეირჩა 10 საუკეთესო ფინალისტი.
საპატიო მეორე ადგილი წილად ერგო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს გვანცა ჭაბუკიანს.
გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ესწრებოდნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის გახლდნენ: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებილის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე.
გამართულ ღონისძიებაზე, გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ვულოცავთ გვანცა ჭაბუკიანს ამ წარმატებას!

სიახლეები