სიახლეები

სოფელ ორბელში ,,ქოლბანის’’ უბანში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ორბელში ,,ქოლბანის’’ უბანში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გზაზე ეწყობა სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის საფარი.
სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ფარაონი,“ პროექტის ღირებულება შეადგენს 485 000.00 ლარს.
მუნიციპალიტეტის მერმა აქცენტი გააკეთა სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე.
ხელმძღვანელი პირები გაესაუბრნენ მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას და მოისმინეს მათი აზრი პროექტის განხორციელების შესახებ.

სიახლეები