სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან და მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან და მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები,
ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე პროექტები და სამუშაოები, სფეროში არსებული გამოწვევები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის მერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, დასახეს უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა


