სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში პრემიერ- მინიტრის მიერ ინიცირებული საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში პრემიერ- მინიტრის მიერ ინიცირებული საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
სოფელ წიფერჩში აქტიურად ხორციელდება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის 30 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს სამშენებლო კომპანია ,,ალფა".
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 707 707 ლარია

სიახლეები