სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება - "ბუნება მბრძანებელია", რომელიც გაიმართა "ორბელიანი მეტი", UNDP, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და თემის მხარდაჭერით განხორციელებულ ახალ სასწავლო-შემეცნებით-შემოქმედებით სივრცეში - ,,ვაჩუქოთ მომავალს ფერადი სამყარო" .
ღონისძიებაზე სასწავლო წლის მიღწევებსა და შედეგებზე ისაუბრა სკოლის დირექტორმა - ხათუნა ხეცურიანმა.
სკოლის ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა, ეკოკომიტეტის კოორდინატორმა -ლამზირა ონიანმა სრულყოფილად წარმოადგინა პრეზენტაცია "გამარჯვებიდან გამარჯვების გზით გამარჯვებამდე ", რომელშიც სრულყოფილად იყო წარმოდგენილი და განხილული გამარჯვებული და წარმატებული პროექტები.
ღონისძიების სტუმრებმა ინტერესით დაათვალიერეს სკოლის ახლად შექმნილი გარე და შიდა სივრცეები.
მოსწავლეების და მასწავლებლების მიერ წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-კომპოზიციური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე - რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ჭაბუკი ჭაბუკიანი,მოადგილეები : მარიკა კოპალიანი,რეზო ხეცურიანი,გიორგი გუგავა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი -ირაკლი სილაგაძე, სხვადსხვა სკოლების და დაწესებულებეის წარმომადგენლები.
დასასრულს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაჯილდოვდა დეხვირის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ,,მწვანე ჯილდოს" გამარჯვებული გვანცა ჭაბუკიანი.
ვულოცავთ დეხვირის სკოლას ამ წარმატებებს!

სიახლეები