სიახლეები

ღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა /კომისიის თავმჯდომარე-მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი/.
სხდომაზე განიხილეს წარმოდგენილი 22 განცხადება,აქედან 13 მოქალაქეს აუღიარდა საკუთრების უფლება,7 მოქალაქის საქმე გადაიდო მომავალი სხდომისათვის,აუცილებელი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო,2 მოქალაქეს ეთქვა უარი,რადგან მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო კანონთან შესაბამისი.

სიახლეები