სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ტრენინგი თემაზე- "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" გაიმართა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ტრენინგი თემაზე- "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.
ტრენინგის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.
ამჯერად, ტრენინგი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ჩატარდა, რომელიც გახსნა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ტრენინგს უძღვებოდა ევროკავშირის ექსპერტი- გვანცა მეუნარგია.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, იურისტები და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მომუშავე პირები.


