სიახლეები

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში მთავრდება არქივში დაცული მასალის გაციფრულება

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში მთავრდება არქივში დაცული მასალის გაციფრულება. ამ პროცესს სრულიად უსასყიდლოდ წარმართავს და კოორდინირებას უწევს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. სამუშაოს დასრულების შემდეგ მასალა განთავსდება ციფრული ბიბლიოთეკის საიტზე და ყველა მსურველს საშუალება ექნება მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.
დროთა განმავლობაში, ბევრი საოჯახო გადმოცემა, ისტორია, თუ რელიქვია იკარგება. ხშირად, ადამიანებს გვიან აგონდებათ, რომ სადღაც ჰქონდათ საოჯახო ფოტოალბომი, ან დიდი ბაბუის მიერ ომიდან მოწერილი წერილები, სიგელები, დიპლომები ან ძველისძველი რჩეულები, ანდაზები,თქმულებები.
ცაგერის ისტორიული მუზეუმი გთხოვთ-თუ ოჯახებში მოგეპოვებათ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის , ან უფრო ადრინდელი ფოტოები, წინაპართა წერილები, ჩანაწერები, თუ სხვა ხელნაწერები, სხვადასხვა ნივთები მოგვაწოდოთ. ისინი მათ გააციფრულებენ, შექმნიან ელექტრონულ ვერსიას, შეიტანენ მუზეუმის კატალოგში და უკანვე დაგიბრუნებენ.( სურვილის იქნება ყველანაირი წესების დაცვით დაიტოვებენ არქივში.)
აღნიშნული პროექტის კოორდინატორია თამილა სილაგაძე (ტ.599132624) მასალის მოტანა შესაძლებელი იქნება ცაგერის ისტორიულ მუზეუმში 1 ივლისამდე.( 10:00სთ-18:00სთ).

სიახლეები