სიახლეები

ქალაქ ცაგერის N 1 და N 2 საბავშვო ბაღებმა 2023 წლის გამოშვება იზეიმეს

ქალაქ ცაგერის N 1 და N 2 საბავშვო ბაღებმა 2023 წლის გამოშვება იზეიმეს.
პატარები ლექსებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
N 1 საბავშვო ბაღში მოსწავლეებს, მშობლებს, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ბაღის გამგე ცარო გუგავა.პედაგოგებმა ირინა ჩხეტიანმა, ლალი კოპალიანმა, მაკა დავითულიანმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პატარების მომზადებაში.
N 2 საბავშვო ბაღში დამსწრეთ მიესალმა ბაღის გამგე ლელა კვირიკაშვილი.ჯგუფის პედაგოგები მაგული კოპალიანი, ლალი ფრუიძე, მზია ცხადაია.
ორივე ბაღში ბავშვებს, პედაგოგებს, მშობლებს მიესალმა და პატარებს სკოლისკენ გაზა დაულოცა სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა.
საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
პატარებმა მერიისგან,საკრებულოსგან, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრიდან საჩუქრები მიიღეს.

სიახლეები