სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განასაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასურსათო ნობათი და ტკბილეული გადაეცათ
ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განასაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასურსათო ნობათი და ტკბილეული გადაეცათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე ადგილზე ეწვივნენ ამ ოჯახებს, გაეცნენ მათ მდგომარეობას, საჭიროებებს.
სასაჩუქრე პაკეტი 16-მა ბენეფიციარმა მიიღო.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით, ბავშვების თანადგომა და მხარდაჭერაა.
14 ივნისს საქართველოში შ.შ.მ პირთა დაცვის დღე აღინიშნება.


