სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გამოსაშვები ჯგუფების ზეიმები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გამოსაშვები ჯგუფების ზეიმები მიმდინარეობს.
ამჯერად, სოფელ წიფერჩის საბავშვო ბაღმა გააცილა პატარები სკოლისაკენ.
ლექსით, სიმღერით, ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე.
ბაღის გამგემ-ქეთო კოპალიანმა გზა დაულოცა პატარებს სკოლისკენ, ცხოვრების გზაზე. მადლობა გადაუხადა მშობლებს და პედაგოგებს ურთიერთობის საუკეთესო წლებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელო მარინა ბურჯალიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-მარიკა კოპალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
პატარებმა მოწვეული სტუმრებისგან საჩუქრები მიიღეს.

სიახლეები