სიახლეები

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ჩატარდა ჭიდაობის მასტერკლასი

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში (დირექტორი კობა ქომეთიანი) ჩატარდა ჭიდაობის მასტერკლასი.
ძიუდოს და თავისუფალი ჭიდაობის მასტერკლასები ჩაატარეს მწვრთნელებმა: ივანე ქურასბედიანმა, დათო ქომეთიანმა, მალხაზ მახარობლიძემ და თორნიკე ბურჯალიანმა.
მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი მოზარდ სპორტსმენებს ესაუბრა ოლიმპიზმის და სპორტის ისტორიის საინტერესო საკითხებზე.
,,დიდების მუზეუმში" მოეწყო ოლიმპიური და სპორტის თემაზე მოწყობილი გამოფენის დათვალიერება.
გამოითქვა მოსაზრებები გამოფენის გადახალისების თვალსაზრისით.
მუზეუმს საჩუქრად გადაეცა სპორტის თემაზე ახლად გამოცემული წიგნი და რაგბის ბურთი ცნობილი მორაგბის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის სერგო უგრეხელიძის ავტოგრაფით.
ღონისძიებას ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, სპორტის ვეტერანები და საზოგადოება.

სიახლეები