სიახლეები

სოფლებში ჩქუმში,წიფერჩსა და ლასურიაშში სრულდება ფიტნეს-ტრენაჟორების მოწყობის პროცესი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩქუმში,წიფერჩსა და ლასურიაშში სრულდება ფიტნეს-ტრენაჟორების მოწყობის პროცესი.
დღეს სამივე სოფელში იმყოფებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები/ხელმძღვანელი გელა მამარდაშვილი/,რომლებმაც ადგილზე დაათვალიერეს აღნიშნული ობიექტები.
უმოკლეს ვადაში ფიტნეს-ტრენაჟორების მონტაჟი ტვიშში,ალპანაში,ლაჯანასა და ჩხუტელში დაიწყება,რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებში,განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

სიახლეები