სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზაზე არმირებული რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას.
ახალი გზა 3677 მეტრზე იგება. პროექტის განხორციელება, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველი მოადგილე- მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან ერთად.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1947000 ლარია
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,,მეკა".
სამუშაოები სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


