სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით სამინისტროების რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.
თათბირის დასაწყისში პაპუნა მარგველიძემ დამსწრე პირებს ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ალუდა თუთისანი წარუდგინა, აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დანიშვნა მიულოცა- თამარ ქევანაშვილს და წარმატებები უსურვა ორივეს სამომავლო საქმიანობაში.
თათბირზე სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა სამხარეო სამსახურების უფროსების მხრიდან ინფორმაცია სფეროების მიხედვით აქტუალურ საკითხებზე. საუბარი შეეხო, ჯანდაცვისგანათლების სოციალურ და სხვა მიმართულებებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში. სასწრაფო დახმარების ავტომობილები შესაბამისია ევროსტანდარტებთან, აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და განკუთვნილია რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საგამოცდო ცენტრი პირველად რეგიონში, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიხსნა მზად არის 2023 წლის 3 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი მათ შორის ერთი ამბროლაურში.
მნიშვნელოვანი სიახლე განიხილეს აგრეთვე სოციალური მიმართულებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად თვეში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, რისთვისაც სახელმწიფო ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარამდე თანხას გამოყოფს.
შეხვედრა რეგიონში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების განხილვით დასრულდა, შეგახსენებთ, რომ
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ივლისს გაიმართება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუსიკალური საღამო, ხოლო ივლისს ონის მუნიციპალიტეტში.
ივლისს კი ლეჩხუმი ‘’ღვინის ფესტივალს’’ უმასპინძლებს.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, დაისახა კონკრეტული გეგმები, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალური და რეგიონული სამსახურების კოორდინირებული მუშაობით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად.


