სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო ღონისძიება
ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო ღონისძიება.
ლეჩხუმელმა მუსიკოსმა ლიზი სვანიძემ, თავის მეგობრებთან- კონსერვატორიის სტუდენტებთან და ანსამბლ ,,ნაიადასთან" ერთად დაუვიწყარი კონცერტი მოაწყო ცაგერის კულტურის ცენტრში, ამავე ცენტრის თანადგომით.
საქველმოქმედო კონცერტი ლეჩხუმელი ახალგაზრდის, გიორგი მდივნის მხარდასაჭერად ჩატარდა, რომელსაც ძვირად ღირებული ოპერაცია ესაჭიროება.
კონცერტს ლეჩხუმის საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.


