სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანია"-ს (ტექნიკური ზედამხედველობა) წარმომადგენლებს და მერიის ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანია"-ს (ტექნიკური ზედამხედველობა) წარმომადგენლებს და მერიის ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ, მიმდინარე და შესასრულებელ სამუშაობზე.
მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროექტების განხორციელების ვადების და ხარისხის მონიტორინგზე.


