სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

 

მიმდინარე წლის 30 ივნისს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის  სხდომა გაიმართა,   რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე  მამუკა ხაბულიანი.

 სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები:

  • ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ „ ცაგერის მუნიციპალიეტის საკრებულოს 2023 წლის 1 მარტის №15 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა საკითხები დასამტკიცებლად წარდგენილ იქნას ბიუროსა და საკრებულოს  სხდომაზე.

 


სიახლეები