სიახლეები
ცაგერის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
ცაგერის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის აღსაზრდელები და გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
ფორტეპიანოსთან არაერთი უდიდესი კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს ბავშვებმა, მათ პედაგოგებთან ერთად.
სკოლას ღვაწლმოსილი მუსიკოსი, არაერთი რეგალიის მფლობელი, ლეჩხუმელების პატივსაცემი და საყვარელი ქალბატონი რუსუდან ყურაშვილი ხელმძღვანელობს.
მას პედაგოგთა ძლიერი და კვალიფიციური გუნდი უდგას გვერდით დიდ საქმეში-მომავალ თაობებს შეასწავლონ და შეაყვარონ მაღალო დონის, გემოვნებიანი მუსიკა.
პედაგოგის, ჟენია ბობოხიძის მოსწავლემ შეასრულა ლეჩხუმელი ახალგაზრდა მუსიკოსის, ნატო ომანაძის მიერ შექმნილი ულამაზესი საპორტეპიანო ნაწარმოები.
ღონისძიება სამუსიკო სკოლასთან არსებული ბავშვთა გუნდის სიმღერებით დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:ცაგერის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, გიორგი გუგავა, მერის მოადგილეები: მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, ლეჩხუმის ინტელიგენცია, ახალგაზრდები.
წარმატებებს ვუსურვებთ დიდი ტრადიციების მქონე ცაგერის სამუსიკო სკოლას!


