სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობას. აღნიშნული პროექტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფელ ჩქუმში საგზაო ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველი მოადგილე- მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები:მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 459 989 ლარია.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,,მეკა".
სამუშაოები სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტი რეგიონების განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


