სიახლეები

18 მაისს ცაგერის ისტორიულმა მუზეუმმა ,,ღამე მუზემუმში" ეგიდით სტუმრებს უმასპინძლა

 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.ცაგერის ისტორიულმა მუზეუმმა ,,ღამე მუზემუმში" ეგიდით დამთვალიერებლებს უსასყიდლოდ უმასპინძლა,სადაც მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ახალი ექსპოზიცია.
თემაზე ,,ლეჩხუმის კულტურული მემკვიდრეობა" საინტერესო ლექცია წაიკითხა მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა დავით კოპალიანმა.
მუზეუმს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობასთან ერთად სტუმრობდნენ მერიის,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს,გენდერული თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლები.

,,ღამე მუზეუმში" გრძელდება,ცაგერის ისტორიული მუზეუმის კარი კვლავ ღიაა დამთვალიერებელთათვის.

სიახლეები