სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!
დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, ვულოცავთ თითოეულ აბიტურიენტს ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაში.
განათლებული ახალგაზრდობა დიდ ძალაა ქვეყნისთვის, იმ ქვეყნისთვის, რომლის აღმშენებლობაში ლომის წილი თქვენ გიდევთ ახალგაზრდებო!
გისურვებთ, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრით საკუთარი თავისთვის მოგეტანოთ ბედნიერი მომავალი, საქართველოსთვის კი კეთილდღეობა და სიხარული.
პატივისცემით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.


