სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 ივლისს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა  დადგენილებები:

  •  ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებისთვის სახელის გადარქმევის და ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების შესახებ.
  •  ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.   
  •   ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  •  „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 მიღებულ იქნა განკარგულებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქ. ცაგერში, თამარ მეფის ქ. №28-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული პოლიციის ყოფილი შენობის (ს/კ-89.03.22.014) გასაქირავებელი ფართის - 37.52 კვ.მ. კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  • „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიეტის საკრებულოს 2023 წლის 1 მარტის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

სიახლეები