სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა თანამშრომლებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ლანა კოპალიანი წარუდგინა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა თანამშრომლებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ლანა კოპალიანი წარუდგინა.
წარდგენას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი.
ლანა კოპალიანი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის დღიდან აღნიშნულ ცენტრშია დასაქმებული და კარგად იცნობს სფეროში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებს, გამოწვევებს.
იგი კოლექტივისთვისაც ნაცნობი თანამშრომელი და მისაღები ხელმძღვანელია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა ხელმძღვანელს, ტურიზმის ცენტრის მთელ გუნდს ლეჩხუმის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან საქმეში.
ლანა კოპალიანი აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის გავლის შედეგად შეირჩა

სიახლეები