სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები(პირველი ეტაპი)
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები(პირველი ეტაპი).
პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზაზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობას.
პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისათვის.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ, მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 471 053 ლარია.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,,ჯეო როუდ ინვესტი".
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა აქცენტი სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე გააკეთეს.
სამუშაოები ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტი რეგიონების განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.