სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა /თავმჯდომარე-მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი/.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა /თავმჯდომარე-მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი/.
საბჭოს წევრების მსჯელობის შედეგად, კანონის შესაბამისად, დაკმაყოფილდნენ ბენეფიციარები, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ოპერაციის, ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარების, ონკოლოგიური და სხვადასხვა მძიმე დაავადებების, სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სულ დაკმაყოფილდა 137 ბენეფიციარის განცხადება.
დახმარების გაცემის დროს პრიორიტეტი მიენიჭათ ადამიანებს, რომელთაც გადატანილი აქვთ მძიმე ოპერაციები და აქვთ ქრონიკული დაავადებები.