სიახლეები

ლეჩხუმისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალიდან 10 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფლების – ჩქუმისა და ქულბაქის თავზე, ულამაზესი „მწვანე ტბა“ მდებარეობს

ლეჩხუმისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალიდან 10 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფლების – ჩქუმისა და ქულბაქის თავზე, ულამაზესი „მწვანე ტბა“ მდებარეობს.
ლეჩხუმის ოაზისად წოდებული ადგილი 2007 წლიდან მასპინძლობს ვიზიტორებს და თავისი არაჩვეულებრივი ლანდშაფტით, კალმახების აუზებით, პატარა და მყუდრო კოტეჯებით იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ტბებამდე შესაძლებელია, როგორც მანქანით მისვლა, ასევე საინტერესო და მრავალფეროვანი სალაშქრო მარშრუტების დაგეგმვაც, მაგალითად სოფელი ზუბი - ასხის მასივი - ქულბაქი.

სიახლეები