სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებთან ერთად .
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 498 114 ლარია.
ახალი ბაღის შენობა თანამედროვე სტანდარტებით ხელს შეუწყობს სწავლა-აღზრდის პროცესის კომფორტულ გარემოში განხორციელებას

სიახლეები