სიახლეები

მუნიციპალიტეტის მიერ ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებების განხორციელება დაიწყო

ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ მერის ყველა წარმომადგენელს სოფლებში დასამონტაჟებლად გადასცა სპეციალური მოწყობილობა-ფერომონი,სულ 700 ერთეული. აღნიშნული მოწყობილობა იზიდავს მავნებლებს მის მახლობლად,სადაც ისინი გროვდებიან.შემდეგი ეტაპი იქნება შეწამვლითი სამუშაოები,რომელთაც ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლი შტაბი განახორციელებს.
ერთ-ერთმა პირველებმა ფერომონების მონტაჟი მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა აღვის თემში ბონდო ჩხეტიანმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ახვლედიანმა განახორციელეს.
იმედი გვაქვს,აღნიშნული გამოიღებს შესაბამის შედეგს,წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება სხვა ზომებიც

სიახლეები