სიახლეები
ქალაქ ცაგერში, ტურიზმის ცენტრის ღია სივრცეში ნუკრი კარკაძის შემოქმედების 20 წლის იუბილე აღინიშნა სლოგანით-,,და ვიმღეროთ ასე ერთად
ქალაქ ცაგერში, ტურიზმის ცენტრის ღია სივრცეში, საბავშვო სიმღერების ავტორის, პოეტის, პედაგოგის ნუკრი კარკაძის შემოქმედების 20 წლის იუბილე აღინიშნა სლოგანით-,,და ვიმღეროთ ასე ერთად".
ორგანიზატორები გახლდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/ა/იპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებების ცენტრი(მარინე სვანიძე, იზა ხეცურიანი) და ცაგერის საჯარო სკოლა, მხარდამჭერი-ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია.
მონაწილეობდა 35 ბავშვი რამდენიმე სხვადასხვა სკოლიდან.
შედგა სიმღერის(ნათია მიქაძე) და კლიპის(გულნაზ გოლეთიანი) პრემიერა.
ღონისძიებას ესწრებოდა და ლეჩხუმს პირველად სტუმრობდა ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, ცოცხალი ლეგენდა, ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი.
ღონისძიებაზე უკრავდა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სიმებიანი ორკესტრი, ფორტეპიანოსთან-კესო ზვიადაძე.
სტუმრებს შორის გახლდნენ კომპოზიტორები:მარინა ლეკიშვილი და ნანა იამანიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ექსპერტი, დოქტორი რუსუდან თაყაიშვილი, ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, სტუდია ,,ოქროს ხმების" დამაარსებელი ედუარდ გეგუჩაძე.
ყველა მონაწილე ბავშვი მსმენელის წინაშე ნუკრი კარკაძის სიმღერით წარდგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, ლეჩხუმის საზოგადოება.