სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
სხდომაზე განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
შ.შ.მ.პირებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სამარშრუტო ტაქსებსა და ავტოსადგურებზე.
/მომხსენებელი დავით ჩაკვეტაძე/.
შ.შ.მ. ქალთა უფლებების დაცვის მუდმივად მეთვალყურეობის შესახებ.
/მომხსენებელი მირანდა სილაგაძე/.
შ.შ.მ.პირთა ბაზის განახლება.
/მომხსენებელი მირანდა სილაგაძე/.
იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შ.შ.მ. პირების შესაძლებლობების უკეთესი რეალიზებისათვის.