სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში, ამავე ცენტრის ორგანიზებით, საზაფხულო კონცერტი გაიმართა

ცაგერის კულტურის ცენტრში, ამავე ცენტრის ორგანიზებით, საზაფხულო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული, ლეჩხუმელებისთვის საყვარელი ანსამბლები: ,,სალაღობო",
,,ხვამლი ", ,,მერდინი" და ინდივიდუალური შემსრულებლები, ბავშვები.
კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები : ,,ლეჩხუმი" და ,,ახალი თაობა".
საღამოს უძღვებოდა კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე.

სიახლეები