სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანია"-ს (ტექნიკური ზედამხედველობა) წარმომადგენლებს, მერიის ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებს და იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა,რომლებიც ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ, მიმდინარე და შესასრულებელ სამუშაობზე.
მერის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროექტების განხორციელების ვადების და ხარისხის მონიტორინგზე.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ცაგერის მერიაში ხშირად იმართება, ისევე, როგორც სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესის დათვალიერება ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.


