სიახლეები

სპორტულ სკოლაში ასპარეზობა გაიმართა

სპორტულ სკოლაში ასპარეზობა გაიმართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის (დირექტორი: კობა ქომეთიანი თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელები: მალხაზ მახარობლიძე და თორნიკე ბურჯალიანი) ორგანიზებით გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში გაიმართა საქართველოს ჩემპიონის, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულის და პრიზიორის, ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორის ალუდა სილაგაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.
ღონისძიებების მხარდამჭერები იყვნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ ამბროლაურის, ონის, ბაღდათის, ქუთაისის და ცაგერის გუნდები.
ჩვენი მუნიციპალიტეტის გუნდმა, რომელიც ლაჯანურის ხეობის მოზარდი სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული წარმატებით იასპარეზა მოიპოვა გუნდური პირველი ადგილი.
წონითი კატეგორიის მიხედვით ჩემპიონები გახდნენ:
ანდრია ურთმელიძე, ომარ გორგოშაძე, ნიკოლოზ ურთმელიძე, ცოტნე სილაგაძე, ზურაბ ლაკვეხელიანი. ასევე, მოპოვებული იქნა 3 - მეორე და 6 - მესამე ადგილი.
ცაგერის გუნდს გადაეცა შეჯიბრების მთავარი პრიზი ალუდა სილაგაძის სახელობის თასი. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ მოზარდ ფალავნებს გადაეცათ პრიზები, შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები.
უცხოეთში მოღვაწე სახელოვანმა ლეჩხუმელმა, ცნობილმა სპორტსმენმა თორნიკე სვანიძემ ტურნირის გამარჯვებული მოჭიდავეებისათვის დააწესა ფულადი პრიზი.
წარმატებული საქმიანობის გამო სპორტული სკოლის მწვრთნელებს მალხაზ მახარობლიძეს და თორნიკე ბურჯალიანს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მიერ გადაეცათ მწვრთნელის სერტიფიკატები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ბექა ლომთაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რეზო ხეცურიანი და გიორგი გუგავა, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი, საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის ხელმძღვსნელი ირაკლი სილაგაძე, საპატიო ლეჩხუმელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ხვადაგიანი ჭიდაობის მესვეურები და სპეციალისტები.
ალუდა სილაგაძის სახელობის ტურნირი ტრადიციული გახდა და ყოველწლიურად გაიმართება.

სიახლეები